“ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
“ბატონო ბიძინა, საპატიო თავმჯდომარევ, გუშინ ჩვენ ქუჩაში ვნახეთ ტერორისტული აქტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ! თუ უახლოესი 24 საათის განმავლობაში არ გამოხვალ და არ დაგმობ ამ ძალადობას, იმ მოძალადე კრიმინალებს არ დაიჭერ, მთელი პასუხისმგებლობა დაგეკისრება შენ, პირადად შენ”,_ განაცხადა ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ქვეყანა მივიდა იმ ზღვარზე, როდესაც არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ჩამოიხსნა ნიღაბი და აჩვენა ქართველ ხალხს მისი რეალური სახე.
































































