საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „წინააღმდეგობის პლატფორმა“ სოლიდარობას უცხადებს სინდისის პატიმართა ოჯახების მიერ ახალი ფორმატის შექმნას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ უცვლელია პლატფორმის ორი მთავარი მიზანი: ახალი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება.
“გუშინდელი დღე ძალიან ძლიერი დარტყმა იყო მმართველ რეჟიმზე. ხუთი განცხადება – ძალიან სერიოზული, მკაცრი რეაქცია:





ჩვენი პარტნიორების ეს განცხადებები და რეაქციები უკვე ერთი ნაბიჯია გამარჯვებისკენ.
ასე მივდივართ არჩევნებისკენ,
ასე მივდივართ რეჟიმის ჩამოშლისკენ,
ეს არის რთული და გრძელი , მაგრამ ჩვენი კოორდინაციის პოლიტიკური გაგებით, ერთადერთი გზა, რომელიც ბოლომდე მიგვიყვანს!”_ აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.