ამ წუთებში თბილისის პროკურატურასთან ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციას მართავენ და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვენ:
“გამოძიებამ ვერ დაადგინა ვინ გადაწვა ბავშვთა სამყარო. ვინ დატოვა ეს ხალხი ქუჩაში. ვინ არიან შემსრულებლები და აღმსრულებლები.
აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძველიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მთავარი პროკურორის მიერ შეგნებულად ხდება დამნაშავეზე ხელის დაფარება.
არ გამოიძიეს საქმე ობიექტურად და ამიტომ ითხოვენ აქციის მონაწილეები შოთაძის გადადგომას, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დაზარალებულთა დამცველმა ფრიდონ სიხუაშვილმა გააკეთა.