იტალიაში ყველაზე გრძელი მდინარე შრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
“დაბადებიდან აქ ვცხოვრობ. ეს ყველაზე ცუდი წელია. მომავალი სრულიად გაურკვეველია”,_ ამბობს ის.
გვალვამ, დოლომიტების მთებში მყინვარის ჩამონგრევის შედეგად გამოწვეულ ფატალურ ზვავთან ერთად, კვლავ გაამახვილა შიში კლიმატის ცვლილების შედეგების შესახებ.
“ჩვენი შიშია მარილის არსებობის თანდათანობითი მატების შესახებ, რადგან ეს იწვევს ნიადაგის გაშრობას. ეს გავლენას ახდენს უფრო და უფრო მეტ ჩვენს მიწაზე, რაც ართულებს დამუშავებას და ნაკლებ პროდუქტიულობას.”
ფერაროს უნივერსიტეტის პროფესორი ციავოლა აფრთხილებს, რომ მსგავსი ვითარება მომავალში არ იქნება უჩვეულო და იტალიას, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, მოუწევს ადაპტაცია.
“შესაძლოა კულტურების ტიპის შეცვლა ან წყლის გამოყენების ოპტიმიზაცია უკეთესი გზით. ასე რომ, ეს არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი ადაპტაციის სტრატეგიაა.”