„გურია ნიუსის“ რედაქციას მოაწოდეს, რუსეთში მოქმედი ფონდ „მემორიალის“ ჯგუფის ინფორმაცია.
კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ კარელიაში აღმოაჩინეს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული 48 ქართველი ჯარისკაცის , მებრძოლების სამარხები და ნეშტი. მათ შორის კი არის ჩოხატაურელი ჯარისკაცის სილოვან მაქსიმეს ძე ტრაპაიძის ნეშტი, რომელიც აქ 24 წლის ასაკში დაღუპულა. ის ყოფილა 204-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის ჯარისკაცი.
ფონდი ითხოვს დახმარებას, რომ ჩოხატაურელი ჯარისკაცის ნათესავების პოვნაში დაეხმარონ.
„სამძებრო ოპერაციის დროს აღმოაჩინეს 48 ქართველი ჯარისკაცის -სამარხები და ნეშტი. რომელთა შესახებაც შესაძლებელი გახდა გარკვეული მონაცემების მოძიება და მათი იდენტიფიცირება.
ფონდი გთხოვთ, დაგვეხმაროთ 204-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის ჯარისკაცის, სილოვან მაქსიმეს-ძე ტრაპაიძის (დაბადებული 1916 წელს, ჩოხატაურის რაიონში) ნათესავების პოვნაში. სილოვან მაქსიმეს ძე ტრაპაიძე დაიღუპა 1940 წლის 15 თებერვალს, კარელიის სოფელ ლემეტის მიდამოებში,“ _ ნათქვამია წერილში.
„გურია ნიუსის“ რედაქცია თხოვს ჩოხატაურის, ასევე გურიის ყველა მკვიდრს, მოვიძიოთ დაღუპული მებრძოლის ნათესავების შესახებ ინფორმაცია და გავაგებინოთ მათ სილოვან მაქსიმეს ძე ტრაპაიძის ნეშტის პოვნის შესახებ.
ავტორი































































