მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, უფლებადამცველებს ეჭვი აქვთ, რომ გლდანის ციხეში შეყვანისას მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მისი თქმით, ახლა მთავრობა მიზეზებს ეძებს, რომ დაზიანებები პაციენტის აგრესიით ახსნან. როგორც ნიკა გვარამია განმარტავს, სწორედ ამას უკავშირდება იუსტიციის მინისტრის განცხადება.
“ამ წუთებში, იმედის ეთერში, იუსტიციის ფარჩაკი მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეთვრამეტე დაწესებულების პერსონალს.
ღიად ვაცხადებ, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეყვანისას მიხეილ სააკაშვილს გაუსწორდნენ ფიზიკურად და ახლა მიზეზს ამზადებენ, რომ დაზიანებები პაციენტის აგრესიით ახსნან.
ამ ეჭვს ამძაფრებს ისიც, რომ ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის ცნობილ არც ერთ ადამიანს თუ თანამდებობის პირს არ უნახავს პირადად.
ჩვენი ეჭვების გასაფანტად, ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის და მისი ფიზიკური მდგომარეობის ამსახველი ვიდეოების დაუყოვნებლივ გამოქვეყნებას”,-წერს ნიკა გვარამია.