მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია “ქართული ოცნების” დეპუტატს, თეა წულუკიანს პასუხობს და ამბობს, რომ ის უკიდეგანოდ სულელი და უსაზღვროდ ბოროტია. ეს კომენტარი მან სასამართო პორცესის დაწყებამდე გააკეთა.
“რაც შეეხება თეა წულუკიანს, ჩემს წარმოსახვაში თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელსაც სკოლა რომ დაამთავრა მამამ ჯალათის ნაჯახი აჩუქა, ეს არის თეა წულუკიანი ჩემს წარმოსახვაში, თან სულელი, უკიდეგანოდ სულელია და უსაზღვროდ ბოროტი. რა უნდა ვილაპარაკო, ახლა დარღვია ყველაფერი რაც შეიძლება, პირდაპირ, პოლიტიკური დევნილიდან მაქცია, ყველანაირ დევნილად”, _ თქვა ნიკა გვარამიამ.
ჟურნალისტებთან საუბრის დროს ნიკა გვარამის ტელეფონზე მუდმივად შედიოდა არაიდენტიფიცირებადი პირებისგან ზარები. გვარამიამ აღნიშნა, რომ 200-მდე ზარი უკვე მიიღო და მათ რა თქმა უნდა, არ პასუხობს.