გვატემალაში 4 000-მდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ევაკუაცია ვულკან ფუეგოს ამოფრქვევას უკავშირდება.
შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.
ივნისში ფუეგოს ამოფრქვევის შედეგად 190 ადამიანი დაიღუპა.