პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება დებატების ფორმატში წარიმართება. როგორც ვოლსკი აცხადებს, უმრავლესობის წარმომადგენლებს პრეზიდენტთან მწვავე შეკითხვები ექნება.
,,იქნება კრიტიკული შეკითხვები, მოსმენიდან გამომდინარე შეგვექმნება განწყობა. წინასწარ იმის თქმა, თუ რა კითხვები გვექნება პრეზიდენტთან, ძალიან რთულია. რაც შეეხება თავად ფორმატს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის პრეზიდენტის ბოლო ანგარიში, ვფიქრობ, პოლიტიკური დებატები უნდა გაიმართოს. რატომღაც ოპონენტებმა, რომლებიც პოლიტიკურ დებატებს ითხოვდნენ, ჯერჯერობით, თავი შეიკავეს. უნდა იყოს პოლიტიკური დებატები, გამოსვლები და მოსაზრებების გაცვალა-გამოცვლა, რასაც მთავრობაც უნდა ესწრებოდეს“, _ განაცხადა გია ვოლსკიმ.