,,არანაირი შეღავათი ჩვენზე არ მოქმედებსა, გვერჩივნა დაეხურათ სალონები, ბანკის გადასახადებს მაინც შეგვიჩერებდნენ და კომუნალურის გადახდა არ მოგვიწევდა ტყუილად”, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბარისას ფოთის ერთ-ერთი სილამაზის სალონის თანამშრომელი.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გაზრდილი მასშტაბების გამო, საკოორდინაციო საბჭომ მსჯელობის შედეგად 26 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, 28 ნოემბრიდან წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.
შეზღუდვები არ შეეხო ეკონომიკური საქმიანობის გარკვეულ ნაწილს. მათ შორის არც სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას.
ყოველ სამ საათში ერთხელ მუშავდება იატაკი და ზედაპირები სპეციალური ხსნარით და ამისთვის აწარმოებენ ჟურნალს ობიექტის თანამშრომლები. 30კვ.მ. დასაშვებია მხოლოდ 6 მომხმარებელი, მომუშავე პერსონალი და მომხმარებელი იყენებენ პირბადეს, სპეციალური ხსნარით იმუშავებენ ხელებს და აწარმოებენ თერმოსკრინინგი. ყველა რეგულაციის დაცვის მიუხედავად არ ყავთ მომხმარებელი, ხალხს ეშინია. ფოთში რამდენიმე სილამაზის სალონი დაიხურა კარანტინის გამო. ასევე ნაწილის მუშაობა შეაფერხა კრიზისმა.აღნიშნავს ,,გურია ნიუს“-თან საუბარში ერთ-ერთი ფოთის სალონის თანამშრომელი.
ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური ფოთში არსებულ ყველა სილამაზის სალონს და ესთეტიკურ ცენტრს რეგულაციის დაცვისკენ მუწოდებს და პერიოდულად აწარმოებს კონტროლს. რეგულაციების ძირითად მოთხოვნებში არის დეზობარიერი, სოციალური დისტანციის დაცვა, სამ საათში ერთხელ იატაკისა და ხშირად შეხებადი ზედაპირების სანიტარული წესით დასუფთავება, თანამშრომლებმა უნდა გამოიყენონ სპეციალური ფარები, ასევე ნიღბის გამოყენება აუცილებელია და 5კვ.მ.-ზე ერთი მომხმარებლის დაშვებაა შესაძლებელი.
,, გამოვლენილი დარღვევა არ ფიქსირდებოდა დღემდე ფოთში არსებულ სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში , თუმცა კომპლექსურ შემოწმებას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ინსპექტირების ჯგუფი იწყებს დღეს. საჯარიმო სანქციის გატარების უფლება აქვს შრომით ინსპექციის სამსახურს, რომელიც მოვლენილია უკვე ქალაქში. ჩვენ მოვუწოდებთ რეგულაციის დაცვისკენ და შესრულებისკენ, შრომის ინსპექციის სამსახურს აქვს უფლება ჩაატაროს შემოწმება და დარღვევის შემთხვევაში დაწეროს ჯარიმა. რამდნიმე დღეში იქნება ცნობილი ინსპექციის მუშაობის შედეგები. ჯარიმა ინდმეწარმის შემთხვევაში შეადგენს 2000 ლარს, ხოლო შპს-ს შემთხვევაში 10000 ლარს.“- განუცხადა ,,გურია ნიუსს” ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა მიხეილ სარიშვილიმა.


































































