სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან.
როგორც ადგილზე შეკრებილი აქტივისტები ამბობენ, მათ სამართალდამცველები მოუწოდებენ, ხმაური შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დააკავებენ:
“მოქალაქეებს მოუწოდებენ დატოვონ ტერიტორია და კიბეები, ეს არ არის სავალი ნაწილი, ჩვენ კონსტიტუციურ უფლებას ვიყენებთ, ამ დროს მოდის პოლიცია და გვეუბნება: თუ ჩვენ არ შევწყვეტთ ხმაურს ქუჩაში და ეს ხმაური შეაწუხებს სხდომაზე მყოფ პრემიერს და მინისტრებს, მაშინ ისინი დაგვაკავებენ.
ეს არის ნონსენსი და ეს არასდროს გაგვიგია პოლიციისგან. ეს ადამიანები არიან ამ სისტემის მსხვერპლი და ტყვეები, რომლებიც ჩვენსა და ხელისუფლებას შორის დგანან. აქ ჩვენ ვდგავართ 200 ადამიანი და რასაც ჩვენ ვუყურებთ, მობილიზებულია 600 პოლიციელი”, – განაცხადა “სირცხვილიას” დირექტორმა გიორგი მჟავანაძემ.
წყარო: fortuna