გვინეაში დააკავეს ქალი, რომელიც დაფეხმძიმების მსურველ ქალებს ატყუებდა და მათ მცენარეებზე დამზადებულ მუცლის გასაბერ წამლებს ასმევდა. ინფორმაციას BBC News-ი ავრცელებს.
პაციენტები იჯერებდნენ, რომ ისინი ორსულად იყვნენ და ექიმბაშს მკურნალობისთვის 33 დოლარს უხდიდნენ. ეს თანხა ქვეყანაში საშუალო ხელფასს უტოლდება. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ქალმა ამ გზით ათასობით დოლარი გამოიმუშავა, თუმცა ის ამბობს, რომ მხოლოდ დახმარება სურდა და თაღლითი არ არის. დაზარალებული და მოტყუებული ქალები პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ და ექიმბაშის მკაცრად დასჯა მოითხოვეს. გამოძიების ინფორმაციით, სულ დაზარალებულია 700 ქალი, რომელთა ასაკი 17-დან 45 წლამდეა.