ესპანეთში, კერძოდ, ვალენსიაში მომხდარი სტიქიური უბედურების შესახებ რაც ცნობილი გახდა, „გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ჩვენს ემიგრანტებს ბარსელონაში და არსებული ვითარების შესახებ ჰკითხა.
_ახლა რასაც ნახულობთ და ისმენთ, ეს ვალენსიაში ხდება. არიან დაშავებულებიც და დაღუპულებიც. ჩვენ ბარსელონაში ვართ და მობილიზება გამოცხადდა. აქაც არის წვიმა, მაგრამ ისეთი არაფერი მომხდარა. ამ საღამოს, აქ, ბარსელონაში (ემიგრანტი წუხელ გვიან ჩავწერეთ) გამოაცხადეს, რომ იქნება, ქარი წვიმა და შეიძლება, სეტყვაც მოჰყვეს და სახლებში დარჩითო. თუმცა ამ წუთებში არ წვიმს. მადლობა , რომ შეგვეხმიანეთ, მიყვარხარ, საქართველო, _ გვითხრა ოზურგეთელმა თამუნა ზოიძემ, რომელიც ახლა ესპანეთში, ბარსელონაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
ავტორი