https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

    აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

    საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

    უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

    გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ირანული დრონი ჩამოვარდა

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გზა არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს, ტალახში ვიხრჩობით!” _ ამაღლებელთა დაუსრულებელი პრობლემები

"თუ ამ მავნე ჩვევას გავაგრძელებთ, ვერ განვითარდება ვერც ფერმერი და ვერც მეურნეობას განავითარებს"

21:42; 28.04.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

წარმოუდგენელია, მაგრამ 21-ე საუკუნეში ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. მათ შორის, ერთ-ერთი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ამაღლებაა. თუმცა, ამაღლების თემის მცხოვრებლების პრობლემას მხოლოდ უწყლობა არ წარმოადგენს _ სოფელში არ არის მაღაზია, პურის და სხვა პროდუქტების შესაძენად ხალხი მეზობელ სოფელში დადის. გზაზე კი, რომლის რეაბილიტაციაც, დაახლოებით, ერთი წელია ჩინური კომპანიის მიერ მიმდინარეობს, გადაადგილება მშრალ ამინდში რთულია, წვიმაში კი _ თითქმის შეუძლებელი.

“გურია ნიუსის” გადამღები ჯგუფი სოფელ ამაღლებას სტუმრობდა. ჩვენ მიერ უკვე ჩამოთვლილი პრობლემები არის ზუსტად ის, რაზეც ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს.

ადგილობრივი მცხოვრებლები ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა, პრობლემებზე ღიად საუბრობენ.

ოთარი: “მანქანით გავლა რთულია, წვიმაში კი _ შეუძლებელი. შარშანს მერე გადათხრილია გზა. ხომ შეიძლება, ერთ ადგილას გააკეთო და შემდეგ სხვა ადგილზე დაიწყო? ხალხი გამწარებულია.

ადრე სოფელში ყველაფერი იყო _ ჩაის ფაბრიკა, მაღაზიები, ახლა ერთი მაღაზიაც არაა. ფურნე იყო და ისიც აღარაა. პურის საყიდლად შუა ამაღლებაში უნდა წახვიდე”, _ ამბობს ის.

სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები დალი სოფელში არსებული პრობლემების გარდა, სოფლის დარბაზში არსებული რთული ვითარების შესახებ საუბრობს:

“გზა არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს, ტალახში ვიხრჩობით. ერთი დარბაზი გვაქვს და ისიც კეთილმოუწყობელი. არც ცივი წყალი გვაქვს ნორმალურად და არც _ თბილი. წყალი ზაფხულში სულ არ მოდის. სხვა თუ არაფერი, მეთლახი მაინც დაეგოთ. გაზიც არ გვაქვს დარბაზში, ბალონებით მოაქვთ ხალხს და ისე ვამზადებთ კერძებს, როცა რამეს ღონისძიება გვაქვს”, _ ამბობს დალი.

“გზას საშველი არ დაადგა, წყალი ჩვენ არ გვაქვს. ზაფხულში განსაკუთრებით გვიჭირს _ წყლის დეფიციტია. ვერაფერს გვპირდებიან. სასმელი წყალი მთიდან მოგვაქვს”, _ ამბობს სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი.

მძღოლი, ვისაც სოფელ სამებიდან სკოლის მოსწავლეები ამაღლების საჯარო სკოლაში დაჰყავს, ამბობს, რომ გზა საშინელ მდგომარეობაშია. განსაკუთრებით რთული გადაადგილება უამინდობის დროსაა:

“პირველ რიგში, გზა, ხიდები _ ეს არის უმთავრესი პრობლემა. ისეთი მდგომარეობაა გზაზე, ერთმანეთს ვექაჩებით. თუ ტრაქტორი დგას, იმ ტრაქტორს ვეხვეწებით, რომ ამოგვიყვანოს. დაიშალა, დაინგრა მანქანები. აკეთებენ, მაგრამ გზა ისეთ მდგომარეობაშია დატოვებული, რომ ვერ გაიაროს ადამიანმა. არ ენაღვლებათ, გზაზე მიმავალს რა დაგემართება.

სამების სკოლა რემონტშია და ნაცვლად აქ გადმოგვიყვანეს. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ _ 22-23 ბავშვი დამყავს. რომ ჩაეფლობა მანქანა, რით ამოვიყვანო?! ყველაზე დიდი პრობლემაა უგზოობა. გაგიმართლათ, წვიმა რომ არ არის, თორემ აქამდე ვერ მოხვიდოდით”.

სოფელ ამაღლებაში მცხოვრები ერთ-ერთი პენსიონერი ქალბატონი ამბობს, რომ პენსიონერებს ყურადღებას არავინ აქცევს. მის შვილიშვილს 16 წლის შესრულებისთანავე სოციალური დახმარება მოუხსნეს. რთული ეკონომიკურ-სოციალურ ფონზე კი პროდუქტებზე, რომლის მოტანაც სხვა სოფლიდან ან სულაც ჩოხატაურიდან უწევთ, ფასი გაიზარდა; მგზავრობის ღირებულებაც გაძვირდა:

“პენსიონერებს მოგვხედონ ცოტა. ჩემს შვილიშვილს სოციალური დახმარების სახით 50 ლარი ეძლეოდა. შეასრულა 16 წელი და მოუხსნეს. 18 წელს რომ შეასრულებს, ვინმე არ დავინახო ჭიშკართან მოსული ჯარში გასაწვევად. 18 წლამდე მაინც ჰქონოდა ის 50 ლარი. რას უზამდა ბაღანას, მაგრამ უხაროდა, რომ იღებდა.

პენსიონერებისკენ საერთოდ არ იხედებიან. არაფერი არაა ჩვენს სოფელში _ ერთი მაღაზია რა გახდა?! სტუმარი რომ მოგივიდეს უცებ და პური არ გქონდეს, საყიდლად შუა ამაღლებაში უნდა გახვიდე.

მგზავრობა გაძვირდა. ჩვენთვის ეს 4 ლარიც, რაც წასვლა-წამოსვლას სჭირდება, რაღაცას ნიშნავს და სად გვაქვს?” _ გვეუბნება ქალბატონი.

სოფელში მოსმენილი პრობლემების შესახებ მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, ოთარ დოლიძეს ვესაუბრეთ.

_ რა კეთდება ამაღლებაში და როდის უნდა დასრულდეს გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები?

 _ კეთდება ასფალტი შუა ამაღლების ცენტრიდან, გაივლის ამაღლებას, არ შევა სამების ცენტრში, გადადის ვან-ზომლეთში და ხიდს უერთდება. გვირაბები შეიცვალა, ამოჰყავთ კედლები, ჯებირები, სადაც მეწყერული საშიშროებაა. გზის სამუშაოები სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. რა თქმა უნდა, სამუშაოების მიმდინარეობის გამო, გზაზე პრობლემები არის. გზა გაფუჭებულია, სულ ტალახია. ზამთარი იყო ხანგრძლივი და, როგორც შემსრულებლები ამბობენ, ამან გამოიწვია სამუშაოების გახანგრძლივება.

_ რით არის გამოწვეული სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემა? როდის და რა გზით არის შესაძლებელი პრობლემის მოგვარება?

_ ამაღლებაში უწყლობის პრობლემა გვაქვს. ბუნებრივი წყარო არ არსებობს, არის რაღაც მოცულობის წყარო, რომელიც ქვატკირის უბანში მცხოვრებ 30 ოჯახს ჰყოფნის. არ იფილტრება, თვითდინებით მოდის, დანარჩენს ჭები აქვთ.

პრობლემის მოსაგვარებლად უნდა გაკეთდეს საქაჩი. მაგალითად, კომუნისტების დროს იყო მდინარე სუფსის ტერიტორიაზე წყლის საქაჩი დიდი რეზერვუარი, საიდანაც იქაჩებოდა სოფელში წყალი. ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და, ჯერჯერობით, ამის თანხები არ არის. მომავალი წლისთვის რაღაც გვაქვს გეგმაში.

კითხვაზე, როგორია სასმელი წყლის ხარისხი, რომელიც არ იფილტრება, მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება მაღაზიას, ოთარ დოლიძე ამბობს, რომ სასურველია, სოფლის ცენტრში მაღაზია იყოს, მაგრამ ამას ადგილობრივი ხელისუფლება ვერ გააკეთებს და კერძო პირმა უნდა გახსნას:

“მაღაზია ისეთი თემაა, რაშიც მთავრობა ვერ ერევა. კერძო პიროვნებამ უნდა გააკეთოს. არა ერთმა სცადა, მაგრამ ვალების გამო დაიხურა. დღეისთვის არის რაღაც მონახაზები და თუ გაკეთდება. კარგი იქნება”, _ გვპასუხობს მერის წარმომადგენელი.

რაც შეეხება ტრანსპორტს, მერის წარმომადგენელი განმარტავს, რომ დადის სამება-ჩოხატაურის რეისის მიკროავტობუსი, მაგრამ დღეში ერთ რეისს აკეთებს. ის, ვისაც სოფელში დაბრუნება ჩოხატაურიდან საღამოს საათებში სჭირდება, ბათუმიდან მომავალ მიკროავტობუსს ელოდება.

“სამება-ჩოხატაური დადის, მაგრამ მგზავრები არ ჰყავს. ესაა კერძო “მარშუტკა”. თუ გზის ფული ვერ ამოიღო მძღოლმა, ვერ მიდის. მოსაცდელებში მძღოლის ტელეფონის ნომრის გამოკვრა იგეგმება, რომ წასვლის მსურველებმა დაურეკონ. ზოგჯერ ცარიელიც კი დადის, რომ ხაზი არ გაუქმდეს. ერთი კაცისთვის რეისის გაკეთება ცოდვაა _ 4 ლარი ღირს საწვავი _ სამებიდან ჩოხატაურში გასვლა-გამოსვლას 20 ლარის საწვავი მაინც სჭირდება. მძღოლმაც რა უნდა ქნას, თუ საწვავის თანხა მაინც არ ამოიღო?! როგორ უნდა დაავალო ადამიანს. დილას გამოდის სამებიდან ჩოხატაურში და ჩოხატაურიდან პირველ საათზე გადის სამებაში. ყოველ შემთხვევაში, ბათუმი-სამება დადის და საღამოს 6-7-ისკენ არის ჩოხატაურში _ ვისაც ამ მონაკვეთში უწევს ტრანსპორტირება, დრო განსაზღვრული აქვს და ელოდება ამ რეისს”, _ ამბობს მერის წარმომადგენელი.

ინფორმაციისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, როგორც ამაღლებაში, ისე სამებაში, შიდა გზების რეაბილიტაცია იგეგმება.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

ამაღლებარეზო გეთიაშვილი
გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5 მარტი, 2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5 მარტი, 2026
საზოგადოება

დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

15:28; 5 მარტი, 2026
საზოგადოება

“გამოიდარებს” თუ არა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის გურიაში

14:41; 5 მარტი, 2026
საზოგადოება

 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და გურიაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

14:23; 5 მარტი, 2026

ტრადიციული ლელო შუხუთში

"წარმოდგენაც არ სურთ, რომ დამარცხდებიან!" _ ოზურგეთში უკვე ბევრი უკრაინელი შეიფარეს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა

22:15; 5.03.2026
მსოფლიო

ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

20:31; 5.03.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

19:29; 5.03.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები

19:10; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება: ვგმობთ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

18:14; 5.03.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს

18:11; 5.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5.03.2026
სამართალი

ბრიფინგი შსს-ში – პოლიციამ გასულ 24 საათში ინტერპოლით ძებნილი 11 პირი დააკავა

17:26; 5.03.2026
მსოფლიო

საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

17:12; 5.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება – უყურეთ მეორე ეპიზოდს

17:10; 5.03.2026
სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გურიაში – ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16:44; 5.03.2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5.03.2026
სპორტი

ოზურეთელი მარი დავითაძის წარმატება ძიუდოს ჩემპიონატზე

16:09; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

15:58; 5.03.2026
საზოგადოება

დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

15:28; 5.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო