https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

    ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

    ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გზა მიეცით პელეს!

11:21; 28.04.2024
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოში ფეხბურთი განსაკუთრებულად პოპულარული სპორტის სახეობაა და ქართველი მსახიობებიც საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხშირად სწორედ „ტყავის ბურთის“ დახმარებით აღწევენ. ფეხბურთს და თეატრს საერთო ბევრი აქვს, მსახიობი და ფეხბურთელი ხომ უშუალოდ შემსრულებლები არიან და მაყურებლის გულის მოსაგებად იღვწიან.

დღევანდელი სახალისო სპორტული მოგონებების პირველი სტუმარი კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი იქნება, რომელიც ერთ უჩვეულო ისტორიას გაიხსენებს.

„ეს ფილმი საკავშირო ტელევიზიის დაკვეთა იყო. ამდენად საორგანიზაციო საკითხები სახტელერადიოს უნდა მოეგვარებინა – დაემყარებინა კავშირი ბრაზილიის სატელევიზიო კომპანია “გლობოსთან”, მოემზადებინა ვიზები არგენტინასა და ბრაზილიაში გასამგზავრებლად და ა.შ. მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. უნდა გავმგზავრებულიყავით 16 თებერვალს, უნდა ჩაგვესწორო ცნობილი კარნავალისთვის რიო-დე-ჟანეიროში, მაგრამ გავემგზავრეთ 23-ში. ჩავფრინდით ბრაზილიაში კარნავალის დამთავრების წინა დღეს.

ტელეკომპანია “გლობოსს” არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა ჩვენი ჩასვლის შესახებ. ბუნებრივია, არავინ დაგვხვედრია. იძულებულნი გავხდით დამოუკიდებლად გვემოქმედა.

პირველი, რაც მოვიფიქრეთ, გავიგეთ სად იყო კარნავალი და გავეშურეთ გადასაღებად. ადვილია თქვა – გავეშურეთ. ძალიან გაგვიძნელდა აპარატურის გადატანა და გადასაღები ჯგუფის გადაადგილება. როგორც იქნა აღმოვჩნდით სამბადრომის მისადგომებთან.

ბრაზილიელები ძალიან თბილი, სტუმართმოყვარე და მომღიმარი ხალხია. თავს უცხოდ ვერ იგრძნობ. სწორედ ამ ადამიანების დახმარებით მოვხვდით სამბადრომის ტრიბუნებზე. სადაც გადავიღეთ ჩვენი გმირი კარნავალის დროს.

იქაურებს ვუყვებოდით ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც მუხლჩაუხრელად იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, რაც ძალიან გაუკვირდათ – როგორო, თქვენისთანა ხალხი არაა დამოუკიდებელი და თავისუფალი?! – კინაღამ გადაირივნენ. ამ ამბებზე რომ ვლაპარაკობდით, ყველას გვეცინებოდა, ოღონდ ჩვენ… სიმწრით.

მესამე დღეს, მარაკანას სტადიონზე უნდა შემდგარიყო კალენდარული მატჩი ლიდერებს “ვასკო და გამასა” და “ბოტოფაგოს” შორის. ასეთ მატჩებზე ბილეთის შოვნა “ფანტასტიკის ჟანრს” განეკუთვნება. ჩვენ კი უბილეთოდ აღმოვჩნდით, ცენტრალურ ლოჟაში ვართ უკვე.

ქართველი მაყურებლისთვის უცხო არაა ჩვენი უბადლო მსახიობის, კახი კავსაძის ნატურა. მისი სამსახიობო ოსტატობა. არავის გაუკვირდებოდა თუ მოუყვებოდით, რომ კახი კავსაძემ ბაყბაყდევი ჩხუბში “ბოი ბეზ პრავილ” გამოიწვია და პირველსავე რაუნდში “ვაი დედა” აძახებინა.

არც ის გაუკვირდებათ, თუ კახიზე უამბობთ, რომ მუშტის ერთი დარტყმით ნაიალაღარი ხარი გააკრა მიწას.

კახიზე არც იმას გაიკვირვებენ, რომ უთენია დგება და ეშმაკს დაეძებს, რათა რაიმე მოატყუოს, გააბრიყვოს და დააბეჩავოს, მაგრამ რაც მან სტადიონზე მოახერხა და მოიმოქმედა, ვინ, ვინ და არც მე დავიჯერებდი, ჩემი თვალით რომ არ მენახა და ჩემი კამერით არ დამეფიქსირებინა. თუმცა იქ მაშინ კამერით არანაირი კადრის გადაღების უფლება არ ჰქონდა არავის და მათ შორის ჩვენც. ეს ისტორიული ამბები მხოლოდ ვიდეოთი დავაფიქსირეთ.

ვიმეორებ, ეს დაუჯერებელი იყო.

კახიმ დაგვიბარა, ახლა მე ვიცი, ყურადღებით იყავით, პელეს თვალი არ მოაცილოთ და მეც იქ მიხილავთო და… გაშპა… გაუჩინარდა.

ცოტა ხანში ტრიბუნებს თითქოს ქარიშხალმა შემოუტიაო – უჩვეულო ჟრიამული ატყდა. ეს იმის საპრელუდიო ხმაურია, რაც ფეხბურთის მეფის გამოჩენას უძღვის წინ. დიახ, მსოფლიო ფეხბურთის მეფე უნდა გამოჩნდეს მოედანზე… მაგრამ ეს რა ხდება?! ხმელ-ხმელი, მაღალ-მაღალი, სანდომიანი შესახედაობის კაცი გამოჩნდა, რომელიც “მწმენდავის” როლშია და მოძალებულ ფოტორეპორტიორებს შესაშური მონდომებით, ჟესტით, მიმიკით და თქვენ წარმოიდგინეთ – მუჯლუგუნებითაც იგერიებს, გზა მიეცით ფეხბურთის მეფეს, ედსონ-არანტეს-დე-ნასიმენტო-პელეს.

ალბათ დაცვაა… სხვა ვინ უნდა იყოს? – იფიქრებთ თქვენ?

– არა, ბატონებო, ნურც ახლა გაგიკვირდებათ… ეს ჩვენი კახი გახლავთ, – კავსაძე! იგივე სწორუპოვარი რაინდი – “დონ-კიხოტი”.

თვით პელეც უხერხულად აცეცებს თვალებს. ვერ გაუგია და ვერ აუხსნია, თუ საიდან ჩამოფრინდა ეს სწორუპოვარი რაინდი.

– გზა, გზა! გზა მიეცით მეფეს! – იგერიებს კახი რეპორტიორებს. მერე პელესთან მიდის, ცალ თვალს ჩვენსკენ აპარებს და მოულოდნელად გადაეხვევა ფეხბურთის დიდოსტატს.

მაყურებელთა შორის – მხოლოდ ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა იცის ვინაა ის და რას ახერხებს.

თვალნათლივ ჩანს და ვიდეოკამერაც აფიქსირებს პელეს შეცბუნებულ სახეს, მაგრამ კეთილ ღიმილს. რა გასაკვირია, რომ მას კახი გადაეხვია, იგი ხომ მთელ მსოფლიოს უყვარს.

– მე ქართველი ვარ, “ჯორჯია! ჯორჯია!” – უხსნის ჩვენი “დონ-კიხოტი”.

იმის დრო არაა, გაგვიკვირდეს, თუ რა ჯოჯოხეთური მანქანებით მოახერხა კახიმ ამდენი.

წამის დაკარგვაც არ შეიძლება.

– მეო – უმტკიცებს კახი პელეს – მამაშენს ასე ვიცნობდიო – ორივე ხელის საჩვენებელ თითებს უხახუნებს ერთმანეთზე.

– საიდან? – მომენტალურად უკვირს დე ნასიმენტოს.

– ვაი შენ რა გითხარი – ღიმილით და აღტაცებით (ნაჩქარევად უხსნის კახი), მამაშენს არაფერი უთქვამს შენთვის ჩემს შესახებ? (“შენობითი” ფორმით მიმართვა სიახლოვის ხაზგასმაა).

– არა, რაღაც არ მახსენდებაო – პელემ.

– უჰ, შენ რა გითხარიო – უსწრაფესად უხსნის კახი – ბიჭოო (!?). მე ახალგაზრდობაში ბრაზილიაში ვმუშაობდი, ელექტროტექნიკოსი ვიყავი მაშინ და მამაშენთან, იმ ტკბილ და მურაბა კაცთან რამდენი ჭიქა ამიწევია, მიმიჭახუნებია, დამიცლია, იმდენი… შენ რა გითხარი, შენ-ო.

პელე უძახე შენ და ამის გაგონებაზე მამის გახსენებაზე და კახის სანდომიან, დამაჯერებელ და მომხიბვლავ ღიმილზე გული უჩუყდება, თუმცა გამარჯვებული კახი აღარ აცლის…

– ეგ რაა, პატარა რომ იყავი, მოგნათლე, კიდევაც, ნათლია ვარ ბიჭო (!) შენი მე, ნათლია!

პელეს გადარევა კულმინაცაის აღწევს.

– ნათლია? – არ უჯერებს ყურებს (ალბათ ფიქრობს – ამდენ ხანს სად იყავი, შე კაცოო).

კახის გაჩერება მამაღმერთსაც კი აღარ ძალუძს:

– ბავშვობაში მე გავარჯიშებდი ფეხბურთშიო, მეო… მეეე-ო!

ამხელა დამსახურებას რომ კაცს წყალში ჩაუყრი – პელე გქვია მერე შენ?! – ალბათ ეს გაიფიქრა იმ წუთებში მსოფლიო ფეხბურთის დიდოსტატმა და “ნათლიას” გულამოსკვნილი გადაეხვია.

რაც ახლა გიამბეთ, ამის წაკითხვას თქვენ ალბათ 2 წუთ, ჰა, ჰა – 3 წუთი მოანდომეთ, მაგრამ ყოველივე ეს ალბათ უფრო ნაკლებ დროში მოხდა.

ტყუილი ყოველთვის არაა მავნებელი. უწყინარი ტყუილიც არსებობს და კახიმ ეს ხუთი თითივით იცოდა. კახის “ფანტასტიკიზმზე” (თუ ასეთი სიტყვა არსებობს), ისიც მეტყველებს, რომ ყოველივე ამის შემედგ ქართული მეცხვარის ნაბადიც შემოახურა “ნათლულს” მხრებზე და ასე დასრულდა ეს ისტორიული ამბავი“.

დღევანდელი „მოგონებების“ მომდევნო სტუმარი ვეტერანი კალათბურთლი ვალერი ლომაძე გახლავთ.

„ლანჩხუთის რაიონის ერთი (ყოველ შემთხვევაში) ჩემთვის ულამაზეს და უსაყვარლეს სოფელ გვიმბალაურიდან ვარ. ამ ამბავთან, ახლა რომ უნდა მოგახსენოთ, გვიმბალაური არაფერ შუაშია, რადგან ჭაბუკობის შემდეგ იქ იშვიათად ჩავდივარ. კონკრეტული ამბავი ლანჩხუთის სიმღერად ნაქცევ ფეხბურთის გუნდ “გურიას” უკავშირდება.

ჩვენი მაშინდელი ცეკას მდივანი ედუარდ ამბროსევიჩი ფეხბურთის “გადამკვდარი” ფანი იყო და არის. რა თქმა უნდა, გურული კაცი სამშობლოს, მშობელი მხარის გულშემატკივარია და ასე თუ ისე სათანადო ყურადღებას აქცევდა მაშინ ამ ლეგენდარულ გუნდს.

მონათხრობი რომ უფრო მარტივი და გასაგები გახდეს ასე ვიტყვი. ლანჩხუთის “გურია” “ბ” კლასიდან “ა” კლასში გადადიოდა, რადგან თამაშს თამაშზე იგებდა შინ თუ გარეთ.

გუნდს “პატრონობდა” ედუარდის ძმა – ევგრაფ შევარდნაძე. “ძალა რომ აღმართს ხნავს, ახლა შეიძლება არ ეწეროს პირველკლასელთა “ნოუთბუქზე” მაგრამ მაშინ წყალშეუვალი ჭეშმარიტება იყო და “გურია” თუ იგებდა და იგებდა, ცოტა არ იყოს ევგრაფის “ბრალიც” იყო.

შემოვიდოდა სტადიონზე (რა დროც უნდა ყოფილიყო თამაშის დაწყებიდან) მოიხმობდა “ბიჭებს” და:

– აღარაა პენალის დროი?

– იქნება ამბროსიჩ!!! მიფრინავდა “ქსივა” მსაჯთან.

“პენალტი” რომ 99%-იანი გოლია უჩემოდაც იცით.

იმ დღესაც, ვზივარ მე და ვუყურებ ჩემი მშობლიური გუნდის თამაშს. მომიჯდა უცბად გვერდით (სად იყო და სად არა) ევგრაფი და სხვათა შორის მეუბნება:

– რავაა საქმე… არაა პენალის დროი?!

აგიხდეთ ყველაფერი კარგი. ერთი ჩვენი ფეხბურთელი (“ლანჩხუთელი”) მართლაც მოცელეს, მაგრამ ამას ფეხები საჯარიმოს გარეთ გაუსრიალდა. თავი დარჩა ხაზს აქეთ, ანუ საჯარიმოში.

– პენალი ასოთხმოცდათხუთმეტიათასიანი! – იყვირა ევგრაფიმ.

მე მაინც ნეიტრალური დავიჭირე.

– ბატონო ევგრაფ ამბროსევიჩ, არაა პენალტი.

– აუ! რატომ ვითომ კაცო? – გაუკვირდა საშინლად – რავა გიტლერივით იქცევი შენ! ჩვენი ხარ თუ იმგენის?

– თავი დარჩა შიგ – საჯარიმოში, ბატონო ევგრაფ, სამაგიეროდ ფეხები საჯარიმოს გარეთ ჰქონდა.

ამბროსევიჩი არ დაიბნა.

– ბიჭო, ფეხბურთს ფეხი კი არ თამაშობს, თავი თამაშობს, თავი… თუმცა, უტვინო თავი დარჩა შტერს საჯარამოში და მსაჯიც უტვინო კი არაა (არ გაიტეხა იხტიბარი).

როგორც ყოველთვის ლანჩხუთმა იმ დღეს მოიგო.

გურიაააა, გურიააა!!! გუუ-რი-ააა!!! – სკანდირებს მთელი ქალაქი. ხუმრობა ხომ არა, “გურია” “ბეზ პიტი მინუტ” უმაღლეს ლიგაში გადადის. ზეიმობს მთელი გურია, კაცი და ქალი, დიდი და პატარა, ხარი და ძროხა… ქათმებიც კი, რომლებიც მზად არიან შემწვარ მდგომარეობაში “თეფშებზე” წამოსაწოლად.

– შენ ჩემი პატარა ძმა ხარ! – აღტაცებული მეხვევა ევგრაფ ამბროსევიჩი.

მომენტით ელვისებურად ვისარგებლე:

– ევგრაფ ამბროსოვიჩ, შეიძლება ამ სასიხარულო დღეს ერთი რაიმე გთხოვოთ?

– მთხოვეეეე! – ათასიიი!!! – ეიფორიაშია.

– აი, იიიქ – ავწიე მაღლა საჩვენებელი თითი – ედუარდ ამბროსევიჩს დაურეკეთ და გააგებინეთ, რომ მე თქვენი… ნაბოლარა ძმა ვარ!“

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

2 თებერვალს “თოვლის მთვარეა”- რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

16:45; 1 თებერვალი, 2026
ზაფრანი

„ოხუნჯობა“

10:05; 1 თებერვალი, 2026
ზაფრანი

„ამხანაგი კოტე იმ პავლე მახარაძის ძმისშვილია და შენებურად ნუ შერისხავო“

09:44; 1 თებერვალი, 2026
ზაფრანი

რისი გეშინიათ ყველაზე მეტად

10:14; 31 იანვარი, 2026
ზაფრანი

დღეგრძელი რომ იყოთ

10:13; 31 იანვარი, 2026

პოლიციამ გურიაში 2 პირი დააკავა

ქართველმა ძიუდოისტების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

ყველა სიახლე

საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად კაცი გარდაიცვალა

18:48; 1.02.2026
პოლიტიკა

სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებისთვის მზაობას გამოთქვამს

18:44; 1.02.2026
მსოფლიო

ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

17:35; 1.02.2026
მსოფლიო

ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

17:16; 1.02.2026
საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1.02.2026
ზაფრანი

2 თებერვალს “თოვლის მთვარეა”- რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

16:45; 1.02.2026
პოლიტიკა

“განათლების კონცეფცია, რომელიც დამტკიცდა, მიზნად ისახავს”- გივი მიქანაძე

16:33; 1.02.2026
მსოფლიო

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

16:21; 1.02.2026
მსოფლიო

ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

16:00; 1.02.2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1.02.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1.02.2026
მსოფლიო

ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

13:22; 1.02.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის ფაქტი – დაკავებულია 1 პირი

12:38; 1.02.2026
მსოფლიო

ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

12:19; 1.02.2026
საზოგადოება

რას ამბობს იურისტი დაგროვებითი პენსიის შესახებ

11:56; 1.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო