,,არ აქვს მნიშვნელობა როგორ გარემოში ცხოვრობ ან როგორი ადამიანები არიან შენ გარშემო, როდესაც თავდაუზოგავად შრომობ და იბრძვი მიზნის მისაღწევად, დაიჯერე, რომ ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც დაინახავს შენს პოტენციალს, დააფასებს შენს მცდელობებს და დაიჯერებს შენს ოცნებებს.”
ეს სიტყვები რესტორან Bread & Wine-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს ეკუთვნის. ამ სტატიაში მოგიყვებით ადამიანებზე, რომლებმაც სარესტორნე ბიზნესი ძალიან მცირე თანხით დაიწყეს. თქვენ კი დარწმუნდებით, რომ არ არსებობს ოცნება, რომელსაც ვერ აისრულებთ თუ საკმარისად მიზანდასახული იქნებით. 5000$-ით დაწყებული სარესტორნე ბიზნესი თავიდან ყველაფერი რთულად დაიწყო. რესტორნისთვის მეპატრონეებს ფართი უკვე ჰქონდათ, თუმცა 5000$-ით მისი გარემონტება და ინვენტარის შეძენა წარმოუდგენელი იყო. ამიტომ, რესტორნის მფლობელებმა გადაწყვიტეს, მხოლოდ სამზარეულო გაერემონტებინათ და ეყიდათ საჭირო ინვენტარი. მართალია Bread & Wine თავდაპირველად განსაკუთრებული ვიზუალით არ გამოირჩეოდა, თუმცა მას ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი: თბილი გარემო და გემრიელი სამზარეულო. სწორედ ამ ორი თვისების შედეგად გახდა რესტორანი ყველასთვის საყვარელი ადგილი. თუმცა წარმატებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა იყო გასავლელი. Bread & Wine და ციფრული მარკეტინგი მას შემდეგ, რაც რესტორანი ბევრმა ადამიანმა გაიცნო და შეიყვარა, საჭირო გახდა Bread & Wine-ს შესახებ კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაეგო. სწორედ ამიტომ, რესტორნის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს საქმეში ციფრული მარკეტინგის სააგენტო ჩაერთოთ. ციფრული მარკეტინგის მეშვეობით, რესტორნის შესახებ გაიგეს ტურისტებმაც და მას შემდეგ Bread & Wine გახდა მათთვის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი. – ,,არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც სტუმარმა გვითხრა, რომ “Bread & Wine” საძიებო სისტემაში 5 საუკეთესო რესტორანს შორის იყო შესული და სწორედ ამიტომ გვეწვია.“-აღნიშნავს Bread & Wine-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი. Bread & Wine და ტურისტები ციფრული მარკეტინგი გაძლევთ შესაძლებლობას, გაზომოთ თქვენი ბიზნესის წარმატება. მისი საშუალებით თვალსაჩინოა ისიც, თუ რამდენად მოსწონს მომხმარებელს თქვენი კომპანია. Bread & Wine-ს შესახებ ტურისტების არა ერთ დადებით შეფასებას ნახავთ Tripadvisor-ზე. რომ არა ციფრული მარკეტინგი, ტურისტებს არ ექნებოდათ ინფორმაცია რესტორნის შესახებ. „When I traveled in Georgia, I used Google to find the best restaurant in Tbilisi. I went there right away after seeing the first one, but my expectations were not realized. Then I went to ‘’Bread & Wine’’, and to tell you the truth, it was only after visiting this restaurant that I believed the widespread notion about Georgian friendliness“- წერს ამელია ნორვეგიიდან. ‘’I spent ten days in Georgia, and my favorite day was when I went to the restaurant “Bread and Wine” with my friends. Outside, it was raining. The music performed in the restaurant, my joyful friends, Georgian cuisine, and the restaurant’s atmosphere all left an indelible memory on me.’’- ეს კი კრისტოფერის შთაბეჭდილებებია, რომელიც საქართველოს ლუქსემბურგიდან სტუმრობდა. რესტორნის წარმატების კოეფიციენტი ბოლო 2 წლის განმავლობაში სოციალური მარკეტინგის საშუალებით რამდენიმე ათეული პროცენტით გაიზარდა. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved