საგურამოში ძლიერი წვიმა და სეტყვა რამდენიმე წუთის წინ შეწყდა. ძლიერმა ნალექმა ავტომობილების გადაადგილების შეფერხება გამოიწვია.
“გზაზე ნიაღვარი მდინარესავით მოდის. ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ მაქვს”,_ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ოთარ ბიჩნიგაური.