კვირას, 25 მაისს 12:00 -ზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შუშებიანი შენობის წინ (კახეთის გზატკეცილზე) გაიმართება საპროტესტო აქცია გზის გადაკეტვასთან დაკავშირებული ჯარიმების წინააღმდეგ.
“ჯარიმები არის არაკონსტიტუციური, უსამართლო, ხშირ შემთხვევაში გამოტანილია კანონის და პროცედურების დარღვევით და მიზნად ისახავს საპროტესტოდ განწყობილი მოქალაქეების დაშინებას.
შემოგვიერთდით და ერთად გავაპროტესტოთ მასობრივი ფინანსური რეპრესია ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

































































