ვარკეთილში უცნობმა პირებმა მიკროავტობუსი გაიტაცეს, გზად კი ავტოსადგომზე მდგარი ხუთი ავტომობილი დაამტვრიეს,_ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა უთხრა, რომ მიკროავტობუსი სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა გაიტაცეს.
ავარიის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
წყარო: პრაიმტაიმი
ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველ ვიდეოს გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.