H1N1 ვირუსით საქართველოში 10 თვის ჩვილი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას წითელაც ჰქონდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ჯერ უცნობია ბავშვის გარდაცვალების წამყვანი მიზეზი “ღორის გრიპი” იყო თუ წითელა. ამასთან, ჩვილი სტაციონარში არ გარდაცვლილა.
საქართველოს “ღორის გრიპით” გარდაცვალების ეს უკვე მე-16 შემთხვევაა.