ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა, უკრაინელი ბავშვების “არაკანონიერი დეპორტაციის” გამო.
როგორც The Guardian იუწყება, სასამართლოს წინასწარი სხდომის მოსამართლეებმა შეაფასეს, რომ არსებობს „გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში, უკრაინელი ბავშვების მიმართ. “.
მოსამართლეებმა განიხილეს ფარული ორდერების გაცემა, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ მათმა გასაჯაროებამ შეიძლება „წვლილი შეიტანოს დანაშაულთა შემდგომი ჩადენის პრევენციაში“.
ინფორმაციისთვის, რუსეთმა არაერთხელ უარყო ბრალდებები უკრაინაში შეჭრის დროს სისასტიკის ჩადენაში.
კრემლმა ასევე არაერთხელ განაცხადა, რომ არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და აცხადებს, რომ მას არ აქვს არანაირი ვალდებულება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა პუტინის დაკავების ორდერზე საპასუხოდ განაცხადა, რომ მას „არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“.
„რუსეთი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მხარე და არ აკისრებს მასზე ნაკისრ ვალდებულებებს. რუსეთი არ თანამშრომლობს ამ ორგანოსთან და დაპატიმრების შესაძლო „რეცეპტები“, რომლებიც მოდის საერთაშორისო სასამართლოდან, ჩვენთვის იურიდიულად ბათილი იქნება”.