COVID-19-ის პანდემიამ ექვს მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა – ეს მაჩვენებელი შოკისმომგვრელია და ტრაგედიაა. მაგრამ, შესაძლოა, უფრო შოკისმომგვრელი ის არის, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები წლების განმავლობაში ხდებიან სხვა ჩუმი მკვლელის მსხვერპლნი – ის, რომელიც ახლა უფრო მეტ ადამიანს კლავს ყოველწლიურად- ჰაერის დაბინძურება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით ირკვევა, რომ ჰაერის დაბინძურების შედეგად ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი იღუპება. ჯანმო-ს შეფასებით, 10 ადამიანიდან 9 ძლიერ დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს.
წვრილი ნაწილაკების სუნთქვამ, რომელიც ცნობილია როგორც PM2·5, შეიძლება გააძლიეროს არა მხოლოდ ფილტვების ქრონიკული დაავადებები, არამედ ზიანი მიაყენოს ფილტვების განვითარებას, გამოიწვიოს ძუძუს კიბოს შემთხვევების გახშირება, ნევროლოგიური დაავადებების ადრეული დაწყება, როგორიცაა ალცჰეიმერი და პარკინსონი და გაზარდოს ინფარქტისა და ინსულტის შემთხვევები.
ბავშვების დაახლოებით 90% მსოფლიოში დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, რაც მათ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს და შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ სიცოცხლეზე.
როგორც weforum-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნედ ზემოქმედების გარდა კლიმატის ცვლილებასაც აჩქარებს. მაგალითად, ჰაერის ერთ-ერთი დამაბინძურებელი სათბურის აირებია.
ტემპერატურის მატებასთან ერთად, ექსტრემალური ამინდის მოვლენების გახშირება და ზღვის დონის აწევა შემდგომ საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ეს ხდის ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას პლანეტების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტად, კონცეფცია, რომელიც აღწერს ურთიერთქმედებას ადამიანის ჯანმრთელობასა და იმ გარემოს შორის, რომელზეც ჩვენ ვართ დამოკიდებულნი. ქალაქებში ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობების დაჩქარებამ შეიძლება შეანელოს და შეამციროს დაავადების შემთხვევები.
































































