“დღეს და ხვალ, საღამოს საათებში, გურიაში მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით. იქროლებს ქარი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი შენარჩუნდება. 8-9 აგვისტოს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, უმეტესად უნალექო ამინდი”,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
გვაზავას ინფორმაციით, 12 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურის ზრდაა მოსალოდნელი.
“10 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით მზიანი ამინდებია მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურებით. 12 აგვისტოდან +36, +37 გრადუსი დაფიქსირდება”,_ ამბობს გვაზავა.