ჰაიტის ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ინფრასტრუქტურული ობიექტების, კერძოდ: ფოსტის, აეროპორტის და ნავთობ შემნახველი ობიექტების დასაცავად ქვეყანაში ჯარის შემოყვანას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „The New York Times“ ჰაიტის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჰაიტის პრემიერის მიერ გაეროს წარმომადგენლობაში გაგზავნილი წერილი 7 ივლისით თარიღდება. გაეროს გენერალური მდივნის აპარატში აცხადებენ, რომ ჰაიტის ხელისუფლების მიმართვას სწავლობენ, თუმცა კონტინგენტის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს.
„პრეზიდენტის მოკვლის შემდეგ შესაძლოა, ქვეყანაში, ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდეს“,- ამბობს ჰაიტის პრემიერი.
მოთხოვნა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რესპუბლიკას პირობა მისცეს დაეხმარონ ჰაიტის პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის მკვლელობის შემდეგ ვითარების დასტაბილურებაში.
როგორც გამოცემა წერს, ჰაიტის მთავრობამ ქვეყანაში საკვანძო ინფრასტრუქტურის დასაცავად ჯარების შეყვანა აშშ-ს სთხოვა. ხელისუფლებაში შიშობენ, რომ პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ დაწყებულმა არეულობამ შესაძლოა ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია გაართულოს.
როგორც The New York Times – ის წერს, ჰაიტის პოლიციის ინფორმაციით, პრეზიდენტის მკვლელობაში ბრალდებულები, კოლუმბიის 26 მოქალაქისა და აშშ-ის 2 მოქალაქისგან შემდგარი წარმოშობით ჰაიტელი აშშ-ის ორი მოქალაქისგან შედგებოდა.
ავტორი: მერაბ ცაავა