ჰაკერებმა „ფეისბუქის“ 120 მილიონი მომხმარებლის ექაუნთის გატეხეს და 81 000 მომხმარებლის მიმოწერა გამოაქვეყნეს. ისინი მათ გაყიდვას აპირებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია BBC-ის რუსულ ბიუროს კიბერთავდამსხმელებმა მიაწოდეს.
მაუწყებლის ცნობით, დაზარალებული მომხმარებლები უმეტესად უკრაინიდან და რუსეთიდან არიან.
როგორც „ფეისბუქი“ აცხადებს, მონაცემების გაჟონვა მისი ბრალი არ არის და მისი სისტემების უსაფრთხოება არ დარღვეულა, თუმცა, პრევენციისთვის კონკრეტული ზომები უკვე მიიღო.