ჰაკერებმა გერმანელი პოლიტიკოსების, მათ შორის, კანცლერ ანგელა მერკელის პირადი დეტალები გატეხეს და ინტერნეტ სივრცეში გაასაჯაროეს, _ აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ტვიტერზე გასაჯაროვდა პოლიტიკოსების კონტაქტები, საკრედიტო ბარათების მონაცემები, კერძო მიმოწერები.
პოლიტიკოსების გარდა, ასევე, გაჟონა ცნობილი სახეებისა და ჟურნალისტების მონაცემებმაც.
მაუწყებლის ინფორმაციით, უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან.