ესენი არიან “ტურისტები”?! ვიღაცეები, სტაბილური ხელფასის წყალობით რომ გვამუნათებთ მთელი დღეა?! ესენი ტურისტები კიარა, ღორები არიან, ნეხვიდან ვერამოსულები და ჰალალი იყოს თქვენთვის ეს ჟესტები, რითაც დაგემშვიდობნენ! აპრავეთ კიდე! _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკრუიზო ლაინერი “ასტორია გრანდე”, რომელსაც რუსეთიდან ტურისტები მოჰყავდა, ბათუმშია სოჭიდან, დილის 5 საათზე შემოვიდა. ტურისტებს სთავაზობენ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას.
ბათუმში 20 საათზე აქცია გაიმართა. საკრუიზო გემმა კი აქციის ფონზე დატოვა ბათუმის ნავსადგური. აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი ჩართეს.