ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ, სახალხო პროტესტის დაწყების შემდეგ პირველი მიმართვა გააკეთა _ გამოსვლა ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა, _ იუწყება theins.ru.
ჰამენეის თქმით, დემონსტრანტები აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მოქმედებენ:
„მათ სურთ ტრამპის გაბედნიერება. ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა. აშშ-ს პრეზიდენტის ხელები ათასზე მეტი ირანელის სისხლითაა მოსვრილი.
ისლამური რესპუბლიკა ხელისუფლებაში მოვიდა ასობით ათასი პატიოსანი ადამიანის სისხლის ფასად და ის დივერსანტების წინაშე უკან არ დაიხევს“, _ თქვა ირანის ლიდერმა.





























































