იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუმოს წლის პირველ სუპერტურნირ ჰაცუ ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა მიჯრით მეორე, ჯამში კი მე-4 ორთაბრძოლა წააგო.
დღეს, ლევან გორგაძის წინააღმდეგ ერთადერთი დაუმარცხებელი სუმიტორი მე-4 მაეგაშირა შოდაი წარსდგა.
იაპონელმა ,,სამურაიმ” წარმატებული სერია გააგრძელა და ტოჩინოშინი დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.
ლევან გორგაძეს მიმდინარე ბაშოზე 2-4 ბალანსი აქვს. მას 9 ორთაბრძოლა დარჩა ჩასატარებელი. ქართველმა რიკიშიმ იმისათვის, რომ კაჩი-კოშის ანუ დადებით ბალანსს მიაღწიოს, საჭიროა კიდევ 6 ბრძოლა მოიგოს.
ხვალ, ტოჩინოშინი მე-6 მაეგაშირა იაპონელ ტაკარაფუჯის შეერკინება.
წარმატებული დღე ჰქონდათ ოძეკებს ტაკაკეიშოს და გოეიდოს.
ტაკაკეიშომ მე-2 მაეგაშირა მიტაკეუმი ცუკიოტოშით დაამარცხა და იანვრის ბაშოზე 5:1 ბალანსი გაუხდა.
გოეიდომ მონღოლ რიკიშის მე-3 მაეგაშირა ტამავაშის ოშიდაშის ილეთით სძლია. გიეიდოს საქმეები რბილად, რომ ვთქვათ ცუდად მიდის. მას ამ დროისთვის 2 მოგების წილ, 4 მარცხი გააჩნია.
გამარჯვება იზეიმა პირველმა მაეგაშირა ენდომ. ამ ბაშოზე იოკოძუნებისა და ერთი ოძეკის მძლეველმა რიკიშიმ სეკივაკე ტაკაიასუ ცუკიდაშით დაამარცხა.
ხვალ, დაუმარცხებეული შოდაი წარმატებული სერიის გაგრძელებას ოძეკი გოიედოსთან შეეცდება.
ოძეკი ტაკაიასუ კომოსუბი აბის დაუპირისპირდება.
წყარო: sportER