ძლიერი ხანძარი ჰავაის კუნძულებზე.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 36 ადამიანი, არიან დაშავებულებიც.
ოფიციალური პირების განცხადებით, 271 შენობა დაზიანდა ან განადგურდა. ძლიერი ცეცხლის გამო, რომლის ლიკვიდირებაც მთელი ღამის განმავლობაში ვერ მოხერხდა, მოსახლეობა უსაფრთხოების მიზნით, აიძულა ოკეანეში ჩასულიყვნენ.
ექსპერტები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილება ზრდის მსგავსი მოვლენების ალბათობას.