ამ წუთებში გაფიცვა გრძელდება კომპანია “წყალი მარგებელში”. როგორც ცნობილი ხდება, გუშინ, კომპანიაში მომუშავე დისტრიბუტორები გაიფიცნენ. ისინი თბილისში, დიღომში მდებარე საწყობთან შეიკრიბნენ. დღეს დისტრიბუტორებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში მდებარე ქარხნის მუშებიც შეუერთდნენ.
გაფიცულები დხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მათი თქმით, სამუშაოს არ დაუბრუნდებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.
“ჩვენც ადამიანები ვართ, ყურადღება მოგვაქციონ! ვითხოვთ ხელფასების მომატებას”, _ ამბობენ ქარხნის შესასვლელთან მყოფი მუშები.