ევროკავშირის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ ევროკავშირი ახლა ორიენტირებულია დაუწესოს სანქციები “ოცნების” იმ პირებს, ვინც ქვეყანში ძალადობასა და უსამართლობაზე არიან პასუხისმგებელნი. ამის შესახებ მან ევროპის დღისადმის მიძღვნილ ღონისძიებაზე ყოფნისას ისაუბრა, რომელიც საელჩომ დააორგანიზა.
პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ სანქციების მიღებას ერთსულოვნება სჭირდება და სწორედ ამაზე მუშაობს ახლა ბრიუსელი.
ამასთან, დიპლომატი აღნიშნავს, რომ რიგითი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება ევროკავშირის ინტერესში არ არის და ეს მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს შეეხებათ.
ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებიც ამას ამბობენ, “ჩვენ არ შეგვიძლია, შევეგუოთ ძალადობას ნებისმიერი ფორმით”. ის, რაც ვნახეთ თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში, ახლა მიუღებელია. ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბევრი ადამიანი უსამართლოდ არის დაკავებული და სწორედ ამიტომ ვცდილობთ სანქციების დაწესებას იმ ქართველი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე.
სანქციების მიღებას ამ ეტაპზე ერთსულოვნება სჭირდება, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ ეროვნული სანქციების დაწესება და ეს რიცხვი იზრდება. ვფიქრობ, პოლონეთი იყო ბოლო, რომელმაც ორი კვირის წინ ეროვნული სანქციებით შემოიფარგლებოდა და ჩემი უფროსები ბრიუსელში გააგრძელებენ მცდელობას, რომ სანქციები შეთანხმებული იყოს ევროკავშირის 27 წევრის დონეზე.
ახლა, წევრი სახელმწიფოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავიანთ საზღვრებზე, ახორციელებენ ამ ერთობლივ გადაწყვეტილებას დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვაზე. რატომ ვაკეთებთ ამას? რას აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება ბოლო ერთი წლის განმავლობაში? ის საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან კი არ აახლოებდა, არამედ ევროკავშირის წევრობოსგან დააშორა. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოსახლეობაზე იყვეყოს ორიენტირებული, სწორედ ამიტო ჩვეულებრივი ქართული პასპორტების მფლობელებს შეუძლიათ, უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირში, მაგრამ მათ, ვინც წარმოადგენენ სახელმწიფოს, დიპპასპორტების მქონე პირებს, მოუწევთ განაცხადის შეტანა ვიზაზე, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.































































