ამ წუთებში, რიონის ხეობის მცველებს, ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირი აქვთ გადაკეტილი. პროტესტის ამ ფორმას მათ მას შემდეგ მიმართეს, რაც სამართალდამცველებმა ხეობის მცველები ნამოხვანის მიმართულებით არ გაუშვეს.
აქციის მონაწილეები ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. აქტივისტებს მძღოლებიც შეუერთდნენ, ავტომობილები გააჩერეს და ამ გზით მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს. “ჰესი არ უნდა აშენდეს” – ესაა ერთადერთი მოთხოვნა, რომლის გარშემოც დღეს ეს ადამიანები შეიკრიბნენ.
პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ ბათილად ცნოს “ოცნების” ხელისუფლებასა და კომპანია “ენკას” შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
ცნობისთვის, მთავრობას, დღეს გადაწყვეტილების გამოცხადების ვადა ეწურებოდა, მთავრობის ადმინისტრაციამ დილით გაავრცელა ნამოხვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები.