ბჟუჟის ხეობაში კომპანია „პარვუს ჯგუფი“ სამი მცირე ჰესის მშენებლობას გეგმავს _ ამის შესახებ “გურია ნიუსი” არაერთხელ წერდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დღეს „გურია ნიუსი“ ამ თემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს ავთანდილ თალაკვაძეს ესაუბრა.
_ ჩემი ინფორმაციით, კომპანიას კომუნიკაცია აქვს მოსახლეობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან… ის სამუშაოები, რაც ბჟუჟის ხეობაში ხორციელდება, დარწმუნებული ვარ, სრულიად არის კანონთან შესაბამისობაში.
_ ბატონო ავთანდილ, ჩვენთვის ცნობილია, რომ კომპანიამ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ, მაგრამ მსგავის შეხვედრები არ შემდგარა.
_ მე როგორც ვიცი, იყო კონკრეტული შეხვედრები. მეც შევესწარი ერთ-ერთ შეხვედრას, რომელიც იმართებოდა მოსახლეობასთან.
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და „პარვუს ჯგუფის“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა?
_ დიახ, გავაფორმეთ.
_ რა წერია ამ მემორანდუმში?
_ კომპანია „პარვუს ჯგუფმა“ სოციალური პასუხისმგებლობა აიღო (თუმცა, კონკრეტულად, რა სოციალური პროექტების გახორციელებას აპირებს ეს კომპანია, ჯერჯერობით უცნობია. რედ.).
ნებისმიერი იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განახორციელებს რამე პროექტს, ჩვენ ვთხოვთ, აიღონ სოციალური პასუხისმგებლობა.
ავტორი
ამავე თემაზე:
„ხალხი მოგვკითხავს “: ბჟუჟზე ჰესის მშენებლობის თაობაზე, ოზურგეთის საკრებულოსგან პასუხს ითხოვენ
“პარვუს ჯგუფის” დამფუძნებელი: “ჩვენ რასაც გავაკეთებთ, ყველაფერი იქნება კანონმდებლობის დაცვით„