“ჰეზბოლამ” ისრაელის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსები დაბომბა ჰაიფას ჩრდილოეთით.
The Times of Israel– ის ინფორმაციით, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ რაკეტები პასუხი იყო გასულ კვირას ლიბანში პეიჯერისა და ვოკი-ტალკიის აფეთქებებზე, რის შედეგადაც ტერორისტული ჯგუფის 30-ზე მეტი წევრი დაიღუპა და ათასობით დაიჭრა. თავდასხმა მიეწერება ისრაელს, რომელსაც მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც ცნობილია, ჰეზმოლამ ლიბანიდან ისრაელში არსებული სამიზნეების მისამართით დაახლოებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლა. საჰაერო იერიშის დროს გამოცხადებული განგაშის დროს მოზარდი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაიჭრა. დაჭრილებიდან 2 მამაკაცია, რომელთა ასაკი დაახლოებით 70 წელია და მათი მდგომარება საშუალო სიმძიმისაა, შედარებით მსუბუქია 16 წლის გოგოს მდგომარეობა.