რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შაბათ-კვირას იტალიურ ტელეარხთან გაკეთებულ განცხადებას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ებრაულ წარმომავლობას ეხებოდა და რომელმაც თქვა, რომ ნაცისტ დიქტატორ ადოლფ ჰიტლერს “ებრაული სისხლი” ჰქონდა, ისრაელის გაბრაზებული პასუხი გამოიწვია.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გაკეთებულ განცხადებას, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაფიდი გამოეხმაურა, მან ლავროვის სიტყვებს უპატიებელი კომენტარი უწოდა და აღნიშნა, რომ ბოდიშს ელიან.
„საგარეო მინისტრის ლავროვის განცხადება არის როგორც მიუტევებელი და აღმაშფოთებელი განცხადება, ასევე საშინელი ისტორიული შეცდომა.
ებრაელებს თავი არ მოუკლავთ ჰოლოკოსტის დროს. ებრაელთა მიმართ რასიზმის ყველაზე დაბალი დონე არის ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში.“ – თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვმა, იტალიურ ტელევიზიაში გაიმეორა რუსეთის პრეტენზია, რომ მისი შეჭრა უკრაინაში ქვეყნის „დენაციფიკაციაა“.
„ის [ზელენსკი] წამოაყენებს არგუმენტს: როგორი ნაციზმი შეიძლება ჰქონდეთ, თუ ის ებრაელია. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა. აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან“, – განაცხადა ლავროვმა.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა რუსეთის ელჩი ისრაელში ლავროვის განცხადებების გამო.
დანი დაიანმა, რომელიც ხელმძღვანელობს იად ვაშემის ჰოლოკოსტის ხსოვნის ადგილს ისრაელში, თქვა, რომ „სრულიად უსაფუძვლოა“ იმის თქმა, რომ ჰიტლერი ებრაული წარმოშობისა იყო.
და მან გააკრიტიკა რუსეთის მიერ უკრაინელების ნაცისტებად წოდება.
„ზოგადად, სერიოზულად უწოდებს უკრაინელებს და პრეზიდენტ ზელენსკის ნაცისტებს. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, არის ისტორიის სრული დამახინჯება და სერიოზული შეურაცხყოფა ნაციზმის მსხვერპლთა მიმართ“, _ დაწერა დაიანმა Twitter-ზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მისი რუსი კოლეგის მიერ გაკეთებული განცხადებები “საშინელებაა”.
,,საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ვერ დაუმალა რუსული ელიტის ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი.
მისი ამაზრზენი გამონათქვამები შეურაცხმყოფელია პრეზიდენტის [ზელენსკის], უკრაინის, ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის. უფრო ფართოდ, ისინი ადასტურებენ, რომ დღევანდელი რუსეთი სავსეა სხვა ერების მიმართ სიძულვილით.” – თქვა კულებამ Twitter-ზე.
ავტორი