ჰოლანდიური მას–მედიის ცნობით, როტერდამში სპეციალური თავშესაფარი გაიხსნა. ამ დაწესებულებაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლ მამაკაცებს უმასპინძლებენ.
როტერდამის გარდა ასეთი დაწესებულება ამსტერდამში, ჰააგასა და უტრეხტშიც გაიხსნა.
სტატისტიკის მონაცემებით, ყოველი მეხუთე, ცოლებისგან დაზარალებული მამაკაცია.
როგორც ჰოლანდიელი ფსიქოლოგები აღნიშნავენ, მამაკაცებისთვის გაცილებით ძნელია წყენის ვინმესთვის გაზიარება და საკუთარი განცდების გასაყუჩებლად, ხშირად ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მიმართავენ.
თავშესაფრები იმისთვისაა მოწოდებული, რომ ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებაში ძლიერთა სქესის წარმომადგენლებს დახმარება აღმოუჩინონ.
პირველი თავშესაფრების გახსნა, რომელიც სულ 40 ადამიანზეა გათვლილი, საცდელი პროექტია, მაგრამ ორგანიზატორები უკვე წინასწარ სვამენ კითხვას, იკმარებს თუ არა ადგილი ყველა იმ მამაკაცისთვის, ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება.
ავტორი