უახლოეს მომავალში ჰოლანდიაში დაიწყება პლასტიკატის მოდულებით გზების დაგება, რომელსაც შეუძლია გაუძლოს ისეთივე დატვირთვას, როგორც ასფალტი.
ახალ ტექნოლოგიას რიგი უპირატესობები აქვს ტრადიციულ ასფალტთან შედარებით. პლასტიკატის მოდულებს ნაკლები წონა აქვთ, ადვილია ტრანსპორტირებისათვის, ამასთანავე ქვეშ მოყოლილი გრუნტი დეფორმაციას არ განიცდის.
კონსტრუქციის შიგნით შესაძლებელია გაიყვანო კომუნიკაცია, მილები და სანიაღვრეები. ამასთანავე სამუდამოდ დაემშვიდობებით ორმოებს გზებზე.
ასევე პლასტიკური გზის შემქმნელები აღნიშნავენ, რომ ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელია გზის გადამუშავება და ხელმეორედ გამოყენება.
“ჩვენ გვაქვს უკვე საკმარისი ცოდნა, გამოცდილება და რესურსები, რომ დავიწყოთ პროექტის განხორციელება, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გზის პირველი პროტოტიპი მიმდინარე წლის ბოლოს დაიგება” – აღნიშნავენ პროექტის ავტორები.
ინოვაციური გზის პირველი მარშრუტი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.