ცოტა ხნის წინ ჰოლივუდის ვარსკვლავებს ჩაუტარეს ადამიანის ინტელექტის (ე.წ. IQ) განსაზღვრის აიზენკის ცნობილი ტესტი, რომელიც ასე ფასდება: 115-125 ქულა – ნორმალურზე მაღალი ინტელექტი, 125-135 – მაღალი, 135-ზე მეტი – გენიალური (მაგ. ბილ გეიტსის (IQ 160-ია), 70-ზე ნაკლები კი – ჩამორჩენილი.
შედეგები ასეთი აღმოჩნდა: სუპერგენიოსია ჯეიმს ვუდსი – 180 ქულა!
გენიოსები არიან კვენტინ ტარანტინო (160), შარონ სტოუნი (154), ნატალი პორტმანი (150) და მეთ დაიმონი (145).
ძალიან ჭკვიანია არნოლდ შვარცენეგერი (135).
„ერთი ჭკუისანი” აღმოჩნდნენ ბრედ პიტი (119) და ანჯელინა ჯოლი (118).
დაბალი ინტელექტის მატარებელია მილიარდერი პერის ჰილტონი (70), ხოლო სილვესტერ სტალონე (54) ყველაზე გაუნათლებელია.