ალ პაჩინო – მსახიობი სამი შვილის მამაა და ის არასოდეს ყოფილა ოფიციალურ ქორწინებაში. მისი უფროსი ქალიშვილი, ჯული, 1989 წელს დაიბადა. 2001 წელს კი,ალ პაჩინოს მსახიობ ბევერლი დ’ანჯელოსგან ტყუპები – ოლივია და ენტონი შეეძინა. რამდენიმე წელიწადში წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ შვილები თანაბარ დროს ატარებდნენ როგორც დედასთან, ასევე მამასთან. ალ პაჩინო ცდილობს მამობა და მსახიობის კარიერა ერთმანეთს შეუთავსოს და ყოველთვის აქვს დრო თავისი შვილებისთვის.
პირს ბროსნანი – მსახიობ კასანდრა ჰარისზე დაქორწინების შემდეგ, პირს ბროსნანმა, ორი ბავშვი იშვილა. 9 წლის შარლოტი და 8 წლის კრისი. სამი წლის შემდეგ წყვილს საკუთარი ვაჟი, შონი შეეძინა. მოგვიანებით, ბროსნანების ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. კასანდრა სიმსივნით გარდაიცვალა. მას შემდეგ მსახიობი შვილებს მარტო ზრდიდა და არ ქორწინდებოდა, 1994 წელს ის ჟურნალისტ კელი შეი სმიტს შეხვდა, წყვილი 2001 წელს დაქორწინდა და ორი შვილი – დილანი და პარისი შეეძინა.
ნიკოლას ქეიჯი – მსახიობის ვაჟი, უესტონი 1990 წელს დაიბადა. ნიკოლასი ბავშვის დედაზე ოფიციალურად დაქორწინებული არ ყოფილა და წყვილმა ვაჟის გაჩენიდან მალევე ურთიერთობა დაასრულა. ქეიჯმა შვილი მარტომ გაზარდა. დღეს უესტონი 29 წლისაა, ის მუსიკოსია და ამავდროულად, სამსახიობო კარიერაშიც სცადა ბედი. 2005 წელს ნიკოლას ქეიჯს კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა.
კოლინ ფარელი – მსახიობი ორ ვაჟს ზრდის. 16 წლის ჯეიმსს და 10 წლის ჰენრის. ჯეიმსის დედა მოდელი კიმ ბორდენავია, მაგრამ მისი და ფარელის ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 2010 წელს კოლინს მეორე ვაჟი, ჰენრი შეეძინა, რომლის დედაც პოლონელი მსახიობია, თუმცა, კოლინ ფარელი მასაც მალე დაშორდა. კოლინი ამბობს, რომ თავისი შვილებისთვის ცხოვრობს და რომ ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ცხოვრებაში.