ბოლო დღეებში უკრაინის დახმარების სურვილი ცნობილმა ადამიანებმაც გამოთქვეს. მათ შორის მილა კუნისი და ეშტონ კაჩერიც არიან, რომლებმაც გადაწყვიტეს რომ უკრაინელებისათვის 30 მილიონ დოლარამდე შეაგროვონ.
ვარსკვლავურმა წყვილმა პლატფორმაზე „GoFundMe“ სამი მილიონი დოლარი ჩარიცხა და სხვა თანამემამულეებს მაგალითი მისცა. თანხა უკრაინელების საკვებით, საჭირო ნივთებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას მოხმარდება.
საინტერესოა, რომ თავად მილა კუნისი წარმოშობით უკრაინელია და უკრაინაში დაიბადა.
„დღეს ამაყი უკრაინელი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი აშშ–ში 1991 წელს ჩამოვიდა, მე 1983 წელს უკრაინაში, ჩერნოვციში დავიბადე. უკრაინელები ამაყი და მამაცი ხალხია, რომლებიც გაჭირვების დროს ჩვენს დახმარებას იმსახურებენ“. – განაცხადა მილამ.