ჰონგ-კონგის პოლიციამ პრო-დემოკრატიული მედია-ორგანიზაციის ,, Stand News“ ოფისი დაარბია. ამის შესახებ apnews წერს.
როგორც გამოცემა წერს, მედია ორგანიზაციის ექვსი თანამშრომელი დააკვა, რომელთა შორისაა მოქმედი და ყოფილი რედაქტორები, ასევე გამგეობის წევრები.
Stand News თამაშრომლები „ხელისუფლების დამხობის“ მოწოდების შემცველი პუბლიკაციების გავრცელების ბრალდებით დააკავეს.
Apnews ინფორმაციით, ორგანიზაციის სხვა თამაშრომლები, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
როგორც გამოცემა წერს, Stand News -ის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისი ვებგვერდი და სოციალური მედია აღარ განახლდება და წაიშლება.
Stand News იყო ერთ-ერთი ბოლო დარჩენილი ღიად კრიტიკული ხმა ჰონგ კონგში გაზეთ Apple Daily-ის დახურვის შემდეგ, რომელიც დაიხურა მას შემდეგ, რაც მისი გამომცემელი ჯიმი ლაი და მთავარი რედაქტორები დააპატიმრეს და მისი ქონება გაყინეს.
საპოლიციო რეიდში 200-მდე სამართალდამცავი მონაწილეობდა. სპეცოპერაცია გასულ წელს პეკინის მითითებით მიღებული ეროვნული უსაფრთხოების კანონის ფარგლებში ჩატარდა.
საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა (CPJ) დარბევა, ჰონგ-კონგში უკვე შებღალულ პრესის თავისუფლებაზე ღია თავდასხმად შეაფასა.
ცოტა ხნის წინ კი, ჰონგ-კონგში პრო-დემოკრატიული ძალების წამყვანი მედია – გამოცემა Apple Daily – დახურეს.
Apple Daily-ს გამომცემელი, სამოქალაქო აქტივისტი ჯიმი ლაი „ამბოხის“ ბრალდებით დააკავეს.
ცნობისთვის, ჰონგ-კონგი, რომელიც ბოლო დრომდე პეკინისგან ფართო ავტონომიით სარგებლობდა, სულ უფრო მეტად ექცევა ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენის ქვეშ.
„დემოკრატია ჰონგ-კონგური მახასიათებლებით“, – ასე მოიხსენიებს ჩინეთი თვითმმართველი ტერიტორიის მართვის ახალ მოდელს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ქალაქში 1989 წლის ტიანანმენის ტრაგედიის მემორიალები აიღეს.
[sexy_author_bio]