ჰონკონგში კორონავირუსით პირველი ძაღლი მოკვდა. აღსანიშნავია, რომ ძაღლი მას შემდეგ დაიღუპა, რაც მას უმკურნალეს და საავადმყოფოდან გამოწერეს.
17 წლის ძაღლი, რომლის პატრონიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, თებერვლის ბოლოს მოათავსეს კარანტინში, ანალიზებმა კი ცხოველის ორგანიზმში COVID-19-ის არსებობა დაადასტურა, თუმცა, ძაღლს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა.