“ჰოსტპიტალში, სავარაუდოდ, ხვალ გადაიყვანენ… რეანომობილი უკვე ადგილზეა” – ამის შესახებ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ისაუბრა.
“რომ გითხრათ როდის, ალბათ უკვე ხვალ მოხდება [ჰოსპიტალიზაცია], მაგრამ სად, ეს უკვე კითხვაა… აქ არის მთელი რიგი პრობლემები პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოება. ექსპერტები თვლიან, რომ ეს ძალიან უსაფრთხო გარემო არ იქნება…
ციხის ადმინისტარციამ მოიყვანა რეანომობილი, რომელიც აქ დგას უკვე, ადგილზე საჭიროების შემთხვევაში… თუ რაღაცა მოხდა, მზად არიან გაუწიონ პირველადი დახმარება… შიმშილობა ეს მისი უპირობო პირობაა… ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ისეთია, როგორც წინა დღეს”, – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.
მისივე თქმით, ხვალ სახლხო დამცველს კიდევ ერთხელ შეხვდება და ისინი მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ ისაუბრებენ.