მინიმუმ 40 ადამიანი დაიღუპა ღაზას სამხრეთით და ათობით დაშავდა ისრაელის მიერ დანიშნულ ჰუმანიტარულ ზონაზე თავდასხმების შედეგად,_ განაცხადა BBC– ის ინფორმაციით, ჰამასის სამოქალაქო თავდაცვის ორგანომ.
მაუწყებლის ინფორმაციით, ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მისი თვითმფრინავი თავს დაესხა ხან იუნისში მდებარე ოპერაციულ ცენტრს, რომელიც ჰამასის მებრძოლებს ეკუთვნოდა და მან მიიღო ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანების რისკის შესამცირებლად.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სამი დარტყმის სამიზნე იყო კარვები, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ ალ-მავასის ჰუმანიტარულ ზონაში, ქალაქ ხან იუნისის დასავლეთით.
„ორმოცი ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა, ბევრი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ იმყოფება“, _ განუცხადა BBC-ს ჰამასის სამოქალაქო თავდაცვის ორგანოს ოპერაციულმა დირექტორმა.