“გირჩის” თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, გარკვეულწილად, რეფერენდუმის სახე ექნება, სადაც საზოგადოება გადაწყვეტს, დასავლეთისკენ სურს სვლა, თუ რუსეთისკენ.
“ეს არჩევნები, ალბათ, იქნება რაღაცნაირი რეფერენდუმი, საქართველოს დასავლეთისკენ უნდა სწრაფვა, თუ მოსკოვისკენ. ცხადია, ჩვენი პარტნიორები გვაფრთხილებენ, რომ საკითხი ასე არ დავაყენოთ. ამ კანონისა და ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ გაირკვა, თუ საითკენ მივდივართ. ჩვენი პარტნიორები ცდილობენ ჩვენი მოსახლეობის გამოფხიზლებას. კარგი იქნება, თუ ადგილობრივი აქტორებიც მათ მიბაძავდნენ და არა მიტინგის დაშლის ჩემპიონატით იქნებოდნენ დაკავებულნი”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ავტორი