სვეტი ოპოზიციონერები მარტო ჩვენ ვართ, დანარჩენები არიან „ქოცები“ და „ნაცები“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განცხადა.
მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილმა ქარტიამ ჩაილურის წყალი დალია.
მისი თქმით, „გირჩი“ ოპოზიციის გაერთიანებას გულშემატკივრობს.
„ქარტია არავის ახსოვს და არჩევნების შემდეგ გავიხსენებთო. ჩვენ სწორედ ამის გვეშინოდა და ვამბობდით, რომ ქარტია სხვანაირი უნდა იყოს-თქო. ადამიანები ქარტიას უნდა მიყვნენ და არა არჩევნების შემდეგ მივხედავთო.
ამის კონტურები არის და კოლეგებს გაერთიანებისთვის წარმატებებს ვუსურვებთ. სვეტი ოპოზიციონერები მარტო ჩვენ ვართ, დანარჩენები არიან „ქოცები“ და „ნაცები“, მიუხედავად იმისა, რომ რეესტრში 300 ოპოზიციური პარტია არსებობს,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ავტორი