“იაკობი ტყუილს იძახის და სოსო გოგაშვილი საუბრობს მართალს”, – ასე ეხმაურება მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მეუფე იაკობმა მას უთხრა, რომ ხელისუფლება მის ლიკვიდირებას გეგმავდა, რის დაბრალებასაც სწორედ მაჩალიკაშვილზე აპირებდნენ.
ჯერ გოგაშვილის ლიკვიდაცია, შემდგომში ეს ყველაფერი მაჩალიკაშვილს უნდა დაბრალებოდა და მერე შემდგომში უნდა მომხდარიყო მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია. როგორი მტერიც არ უნდა იყოს, ის მტერიც სათანადოდ უნდა შეაფასო ადამიანმა. ამ ეტაპზე, მე რასაც ვფიქრობ, სოსო გოგაშვილი მართალს საუბრობს და რაც შეეხება ბოდბელ მღვდელს, ის ნამდვილად, მეც მქონდა რაღაც ინფორმაციები, მაგალითად, ის ხვდებოდა ძალიან ხშირად გოგაშვილს და მქონდა ის მცირედი ინფორმაციაც, რომ მას აქვს მიტანილი ეს ინფორმაცია სოსო გოგაშვილთან. იაკობი ტყუილს იძახის და სოსო გოგაშვილი საუბრობს მართალს, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.