მეცნიერების გაერთიანებულმა ჯგუფმა ოსაკის, ჰოკაიდოსა და ტიბას უნივერსიტეტებიდან მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს დაბერების მექანიზმის მართვასთან დაკავშირებით.
„ჯერ-ჯერობით ჩვენ შორს ვართ ჩვენი შედეგების პრაქტიკული გამოყენებისგან, მაგრამ ისინი ერთ ნაბიჯში არიან კაცობრიობის ოცნების რეალიზაციასთან-დაბერების შეჩერებასთან”, – განაცხადა მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღცანელმა, პროფესორმა ისეი კომურომ.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთი ცილა პირდაპირ კავშირშია სიბერესთან – ეს ცილაა C1Q.
თაგვებს, რომელთა წლოვანებაც 2, 5 წელია ეს ცილა 5 – ჯერ მეტი რაოდენობით აღმოაჩნდათ, ვიდრე 2 თვის თაგვებს. ჯერ-ჯერობით მეცნიერებმა ვერ გაარკვიეს ამის მიზეზი, თუ რატომ იზრდება ცილები ამ რაოდენობით. ამასთან ერთად ისინი ვარაუდობენ, რომ ზუსტად ეს ცილები არიან პასუხისმგებელი ადამიანის უჯრედების დაბერებასთან.
მეცნიერები თვლიან, რომ ამ აღმოჩენას მედლის მეორე მხარეც აქვს. როდესაც C1Q ცილებს “აძინებენ” დაბერების პროცესი ჩერდება, მაგრამ ამასთან ერთად დიდი შანსია, რომ დაირღვევა იმუნური სისტემა.
ჯერ-ჯერობით მეცნიერებმა ვერ მოახერხეს ემოქმედათ ცილებზე ისე, რომ შეენარჩუნებინათ ახალგაზრდობა და ამასთან ერთად არ დაერღვიათ ორგანიზმის ბუნებრივი დაცვა.