იაპონელი მეცნიერები მომავალ პანდემიასთან ბრძოლას ნანორობოტოების დახმარებით აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას DEUTSHCE WELLe ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, იაპონიის ნანომედიცინის ინოვაციური ცენტრის სპეციალისტებმა შექმნეს მიკრორობოტები, რომელსაც ორგანიზმში შესვლა და სიმსივნური უჯრედების განეიტრალება შეუძლია.
მედიკოსების განმარტებით, ელექტრონულად დამუხტული ნაწილაკების ორგანიზმში შეშვების ტექნოლოგია მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში უკვე კლინიკურ ტესტირებას გადის.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულ იდეაზე მეცნიერები 9 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, რომლის მოქმედების სქემა არის შემდეგი: სფეროსებრი ფორმის რობოტი უჯრედებში აღწევს და ერთგვარი კლინიკის როლს ასრულებს, ისინი ორგანიზმში ანომალიებს აფიქსირებს, დიაგნოზს სვამს და მკურნალობას იწყებენ.
როგორც ექსპერტები ამბობენ, სწორედ ამ გზით უნდა ებრძოლოს კაცობირობა მომავალ პანდემიებს.
მათივე თქმით ნანორობოტები ინფექციას ადრეულ ეტაპზე გაანადგურებენ და იმუნური სისტემის უჯრედებს ვირუსის უჯრედების დამარცხებას ასწავლიან.